მიმდინარე წელს ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოლოდინით აღსავსე ფილმის – „007: სპექტრი“ პრემიერა უახლოეს მომავალში გაიმართება.
ამ დღეებში კი სემ სმიტმა, რომელიც ფილმისთვის საუნდტრეკს წერს, ფრაგმენტი გამოაქვეყნა. 15 წამიან მონაკვეთში მხოლოდ ორკესტრის ჟღერადობა ისმის, სმიტის ხმა არ ისმის.
სრულად სიმღერა 25 სექტემბერს გამოქვეყნდება.
