ინგლისის დედოფალი ელისაბედ II, რომელიც ქვეყანას 1952 წლიდან მართავს, პრინც უილიამსა და კეიტ მიდლტონს განსაკუთრებულ საჩუქარს უმზადებს: ბრიტანული მედიის ცნობით, დედოფალი ტახტზე უარს 90 წლის იუბილეზე იტყვის. ელისაბედის დაბადების დღე 21 აპრილს არის, საზეიმოდ კი იუბილე ივნისში აღინიშნება. სამეფო ოჯახი 7 ათას სტუმარს ელოდება.
პრესის წარმომადგენელთა განცხადებით, დედოფალი ტახტს არა შვილს, პრინც ჩარლზს, არამედ უფროს შვილიშვილს, პრინც უილიამს დაუთმობს. გავრცელებული ინფორმაციის შესახებ კომენტარი სამეფო ოჯახს ჯერ არ გაუკეთებია.
