LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ბაკურაძე ორ ახალ სიმღერაზე მუშაობს

Ardaidardo.Geსალომე ბაკურაძე მალე მსმენელს ორ ახალ სიმღერას წარუდგენს. ორივე კომპოზიტორ მაიკო კაჭკაჭიშვილს ეკუთვნის. ერთი დუეტია, რომელიც მომღერალმა 12 წლის ნენე ნიკოლავასთან ერთად ჩაწერა, მეორეს ჩაწერას კი ორშაბათს დაიწყებს.

სალომე ბაკურაძე:

ორშაბათს ზაზა ხუბუკელაშვილის სტუდიაში მივდივარ, მეორე სიმღერის არანჟირება უნდა მოვისმინო. ჯერ არ ვიცი, ამ სიმღერაზე გადავიღებ თუ არა კლიპს. ვნახოთ, როგორი გამოვა.

რაც შეეხება პირველ სიმღერას, დუეტს ნენე ნიკოლავასთან, ის ჩემი მეგობრის შვილია. ამ სიმღერაზე კლიპის გადაღებას ვფიქრობთ. ორივე სიმღერა მაიკო კაჭკაჭიშვილს ეკუთვნის.

ნინო მურღულია