LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია ყანჩელის 80 წლის იუბილე ბრიუსელშიც აღინიშნება

Ardaidardo.Geსაქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით, ბელგიაში, ქალაქ ბრიუსელის ნატიფი ხელოვნების სასახლეში, ცნობილი ქართველი კომპოზიტორის იუბილე აღინიშნება. გია ყანჩელი ბოლო წლებია, სწორედ ბელგიაში ცხოვრობს და მოღვაწეობს. წელს 10 აგვისტოს მას 80 წელი შეუსრულდა.

 

28 სექტემბერს, საღამოს რვა საათზე გაიმართება საიუბილეო კონცერტი, რომელშიც საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით, გიორგი ცაგარელი, ნატო მეტონიძე და ლიზა ბაგრატიონი მიიღებენ მონაწილეობას. შესრულდება კომპოზიტორის ვოკალური და კამერულ-ინსტრუმენტული ნაწარმოებები.

 

ღონისძიების მხარდამჭერები ასევე არიან, ბელგიის სამეფო საქართველოს საელჩო და ფლანდრიის მთავრობის საგარეო საქმეთა დეპარტამენტი. კონცერტს დაესწრებიან საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საელჩოების წარმომადგენლები.

 

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, გია ყანჩელის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი 22 აგვისტოს ბერლინის კონცერტჰაუსში შედგა.