LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაატა თედიაშვილმა ახალი სიმღერა უდროოდ გარდაცვლილ ხელოვანებს მიუძღვნა

Ardaidardo.Geგადაცემას ”რადიო დუეტი” პაატა თედიაშვილი ესტუმრა.


– პაატა, რა ხდება შენსკენ, რა სიახლეები გაქვს?

 

– განსაკუთრებული არაფერი არ ხდება. ზაფხული ქობულეთსა და ბათუმში სხვადასხვა ფესტივალებზე გავატარე. ასევე იყო საინტერესო კორპორატიული საღამოები და საქველმოქმედო ღონისძიებები.

 

– ”მაპატიე ყველაფერი” – სიმღერა, რომელიც ჩვენს მსმენელს განსაკუთრებით უყვარს. რატომ არ გადაიღე მასზე კლიპი?

 

– როგორც ჩანს, იმ პერიოდში პრიორიტეტი სხვა სიმღერას მიენიჭა. ამ სიმღერაზე ვიდეო ნამუშევარი საკმაოდ საინტერესო იქნება და იმედია გავაკეთებთ კიდეც. გეტყვით, რომ ეს სიმღერა მეც ძალიან მიყვარს. მახსენებს ჩემს ბავშვობას, მაშინ ჩემი მეგობრები მას გიტარაზე ასრულებდნენ ხოლმე. ახალმა თაობამ კი სამწუხაროდ, ეს სიმღერა არ იცოდა, ამიტომ დიდი სიამოვნებით გავაკეთე.

 

– როგორც ვიცი, გუშინ ახალი სიმღერის პრემიერა შედგა, როგორ ჩაიარა საღამომ?

 

– ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა. მოვიდა უამრავი ჩემი მეგობარი, რომლებმაც შეასრულეს სიმღერები. იყო კლიპის პრემიერა, რომლის შემდეგაც ვნახეთ დაჩი დარჩიას ბოლო ნამუშევარი. ის იყო ჩემი რეჟისორი, რომელიც სამწუხაროდ ტრაგიკულად გარდაიცვალა. ახალი სიმღერაც და ვიდეოკლიპიც, რომლის რეჟისორიც თავად გახლავართ, უდროოდ გარდაცვლილ ხელოვანებს ეძღვნება.

 

– ბევრი მომღერალი წუწუნებს, რომ კონცერტები აღარ იმართება. საინტერესოა, რა ხდება შენსკენ ამ მხრივ?

 

– გამიმართლა და მე შემოქმედთა კავშირთან ვთანამშრომლობ. მათ კი ძალიან ბევრი ღონისძიება აქვთ. ფესტივალები, კონცერტები, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში ტარდება. ამ ყველაფერში მეც ძალიან აქტიურად ვარ ჩართული. მიმყავს საღამოები, ვმღერი და უსაქმოდ თითქმის არასდროს არ ვართ.

 

– ვისაუბროთ ახალ სიმღერაზე, რომლის პრეზენტაციაც ექსკლუზიურად რადიო ”არ დაიდარდოს” ეთერში შედგება.

 

– სიმღერის სახელწოდებაა ”ჩუმ ბაღნარში”. მისი მელოდია წინა საუკუნეში დაიწერა და ის ბატონ რევაზ ლაღიძეს ეკუთვნის. ტექსტის ავტორი კი ილია ჭავჭავაძე გახლავთ. ეს ძალიან დიდი პატივი და ამავდროულად ამბიციაა.

როცა გადავწყვიტე, რომ მისი შესრულება მინდოდა, საპატრიარქოს სტუდიაში მივედი. იქ გახლავთ არაჩვეულებრივი მუსიკოსი ბატონი მერაბ მამულაშვილი. მანამდე მოვიძიე სხვა ჩანაწერები, რომლებშიც ეს სიმღერა სრუდლებოდა. თუმცა იმ ფორმით, ანუ როგორ მე ჩავწერე მანამდე არ ჩაწერილა. არანჟირების დროს გადავწყვიტეთ, რომ სოლო ნამუშევარი უნდა გაგვეკეთებინა, რაც კარგი გადაწყვეტილება იყო, რადგან ძალიან ფაქიზი, ემოციური ნამუშევარი გამოვიდა. ის უდროოდ გარდაცვლილ ახალგაზრდა ხელოვანებს ეძღვნება.

პაატა თედიაშვილი – ჩუმ ბაღნარში

AudioPAATA-CHUM-BAGNARSHI

გადაცემის აუდიო ჩანაწერი

Audio123dueti

გადაცემის ვიდეო კოლაჟი


კლიპი

ფოტოები