LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ასეთი შონზო არასდროს გინახავთ – „მაიტა ნასოსის“ მეორე სერია 15 ოქტომბერს გამოდის

Ardaidardo.Ge„მაიტა ნასოსის“ მეორე სერიის გადარება დასრულებულია. „რაის ნასოსი“ საქართველოს კინოთეატრებში 15 ოქტომბრიდან გამოვა. როგორც მისმა პროდიუსერმა, ირაკლი ჩიკვაიძემ გვითხრა, ფილმს სვანები განსაკუთრებულად ელოდებიან, რადგან პირველი სერია ძალიან მოეწონათ. მეორე სერიის გადაღებების დიდი ნაწილი თბილისში წარიმართა, 4-5 დღე კი ჯგუფი სვანეთს სტუმრობდა.

ირაკლი ჩიკვაიძე, ფილმის პროდიუსერი:


„რაის ნასოსის“ საფუძველი იგივეა, რაც პირველ სერიაში, თუმცა უფრო ზოგადი იუმორი შემოვიდა. ბევრი სხვა პერსონაჟი დაემატა, სვანური თემა ლაიტმოტივად გასდევს, მთავარი ხაზი კი არის სვანური მოსაწევი, ანუ კანაფი.

 

არ გეშინიათ, რომ პროპაგანდაში დაგადანაშაულებენ?

მე ამით მხოლოდ გამახარებენ (იცინის), თუმცა ფილმი მორალისტურად მთავრდება, რომ სიფხიზლე არის ყველაზე დიდი ნარკოტიკი, ამიტომ ასეთი გამოსვლების არ გვეშინია (იღიმის).

 

ვინ მონაწილეობს?

ფილმში წინა სერიის პერსონაჟები არიან და ახლებიც დაემატნენ, შეიძლება ითქვას, რომ რადგან ანეკდოტებზეა აგებული, ერთი მთავარი როლი არ არის. მონაწილეობენ დათო კენჭიაშვილი, გიორგი ვარდოსანიძე, ნინი წიკლაური, დათო როსტომაშვილი, ჯაბა კილაძე. ასევე გამოჩნდებიან გივი სიხარულიძე, შონზო, კაბუ და სხვა ცნობილი სახეები.

მონტაჟი ახლა სრულდება და ფილმის ნახვის შესაძლებლობა საქართველოს კინოთეატრებში 15 ოქტომბრიდან გექნებათ. რეჟისორი გიორგი კაჭარავა გახლავთ, რომელიც თავადაც ასრულებს ერთ-ერთ როლს.

სვანები ელოდებიან ახალ სერიას?

დიდი მოლოდინია. პირველი ფილმი უყვართ და მეორესაც ელოდებიან (იღიმის).

 

პროდიუსერმა ფილმის გადაღების კადრები გამოგვიგზავნა. ჩვენი ყურადღება გამორჩეულად ერთმა ფოტომ მიიქცია, სადაც შონზო, რბილად რომ ვთქვათ, უცნაურ სამოსშია გამოწყობილი. გადაღებებზე აშკარად ძალიან იხალისეს და ვნახოთ, როგორ ვიხალისებთ მაყურებლები კინოთეატრებში.

„არ დაიდარდო“ ფილმის პარტნიორია. მის ეთერში ექსკლუზიურად იტრიალებს ფილმისთვის შექმნილი საუნდთრექები.

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

ნინო მურღულია