ვარსკვლავები მთელი მსოფლიოდან სამოყვარულო აქციას შეუერთდნენ. სოციალური ქსელების საკუთარ გვერდებზე მათ სპეციალური ფოტოები განათავსეს, რომლითაც საკუთარ თავსა და გარშემომყოფებს დაპირებას აძლევენ.
საქმე იმაშია, რომ 2015 წლის 25 სექტემბრიდან 193 ქვეყნის ლიდერმა მონაწილეობა მიიღო ისტორიულ მოვლენაში. ისინი სამი ძირითადი პრობლემის გადასაჭრელად გაერთიანდნენ: სიღარიბის აღმოფხვრა, უსამართლობასთან ბრძოლა და კლიმატის ცვლილების შეწყვეტა.
აქციაში მონაწილეობა ტომ ჰიდლსტონმა, შარლიზ ტერონმა, კეიტ უინსლეტმა, კრისტენ ბელმა, ფრიდა პინტომ და სხვა ცნობილმა სახეებმა მიიღეს.
