LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლ უოკერის ქალიშვილი კომპანია Porsche-ს სასამართლოში უჩივის

ავტოკატასტროფაში დაღუპული პოლ უოკერის ერთადერთი ქალიშვილი – მიდოუ რეინი – კომპანია Porsche-ს უჩივის. 17 წლის გოგონა თვლის, რომ ავარიის შემდეგ მამამისი გადარჩენას შეძლებდა, ავტომობილში Porsche Carrera GT დეფექტები რომ არ ყოფილიყო.

„ფორსაჟის“ ვარსკვლავის ქალიშვილი აღნიშნავს, რომ ავარიის წინ მამამისი 114 კმ/სთ სიჩქარით მიდიოდა და არა 151 კმ/სთ-ით, როგორც ეს ლოს-ანჯელესის პოლიციამ დაადგინა. ამ და სხვა რამდენიმე ფაქტზე დაყრდნობით კი გოგონა მიიჩნევს, რომ მიზეზი არა გადაჭარბებული სიჩქარე, არამედ ტექნიკური გაუმართაობა გახდა.

შეგახსენებთ, რომ პოლ უოკერი 2013 წლის 30 ნოემბერს მეგობართან, როჯერ როდასთან ერთად ავტოკატასტროფაში გარდაიცვალა.