როცა მისი კოლეგები ქართულ შოუბიზნესში თავის დამკვიდრებას რეპის, როკის, პოპის თუ სხვა ჟანრის მუსიკით ცდილობდნენ, პაატა თედიაშვილი ამ ასპარეზზე გათანამედროვებული ფოლკლორით გამოდის. მის ანგარიშზე უკვე არაერთი ნამუშევარი დაგროვდა. ამჯერად კი კლუბ “მინისტერიუმში” ახალი მუსიკალური რგოლის პრეზენტაციაზე მიგვიწვია.
“ჩუმ ბაღნარში” ასე ჰქვია სიმღერას, რომელიც კარგად დავიწყებული ძველის ახალი ვარიანტია. სიმღერა კომპოზიტორ – რევაზ ლაღიძეს ეკუთვნის, ტექსტად კი ილია ჭავჭავაძის ცნობილი ლექსია გამოყენებული.
