LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რისთვის გაემგზავრნენ ქართველი მომღერლები ისრაელში

Ardaidardo.Geრამდენიმე დღეა ნოდიკო ტატიშვილი, მაკა ზამბახიძე, ნინი ბადურაშვილი, ანრი ჯოხაძე, მაგდა ჯოხაძე, შორენა ბეგაშვილი, მარიამ ელიაშვილი, დათო როსტომაშვილი ისრაელში გაემგზავრნენ და აშდოდში კონცერტის გასამართად ემზადებიან.

 

პირველ ოქტომბერს, როგორც ნოდიკო ტატიშვილმა ჩვენს საიტს განუცხადა, ქართველ ებრაელთა დღესასწაულია და მომღერლები 8000-კაციან დარბაზში გამოვლენ მაყურებლის წინაშე.

შორენა ბეგაშვილი წამყვანად არის მიწვეული, ქართველი შემსრულებლები კი თავისი რეპერტუარიდან რამდენიმე სიმღერას შეასრულებენ.

შოუბიზნესის წევრები, როგორც ჩანს, ძალიან კარგ დროს ატარებენ სანაპიროზე და უამრავ ფოტოს აზიარებენ სოციალურ ქსელებში.

Ardaidardo.Ge