LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიშელ ობამა და ბიონსე გოგონებს გაჭირვებული ოჯახებიდან განათლების მიღებაში დაეხმარებიან

ნიუ-იორკში ფესტივალი Global Citizen  ჩატარდა. ღონისძიებაში უამრავი ცნობილი სახე მონაწილეობდა, მათ შორის იყვნენ ბიონსე და ამერიკის პირველი ლედი მიშელ ობამა, რომლებიც უკვე დიდი ხანია მეგობრობენ. პირველმა ლედიმ საზოგადოებას თავისი კამპანია წარუდგინა, რომელიც პლანეტის მასშტაბით 62 მილიონი  გოგონასთვის არის განკუთვნილი.

ბიონსემ სცენაზე თავისი ფემინისტური სიმღერები – Survivor,Run the World (Girls) და Single Ladies  შეასრულა. თავისი გამოსვლა კი მან ნიგერიელი მწერლის – ჩიმამანდა ნგოზა ადიჩის სიტყვებით დაასრულა.

ამის შემდეგ სცენაზე მისის ობამა ავიდა, რომელმაც თავისი ახალი კამპანიის #62MillionGirls  შესახებ ისაუბრა – სიახლის წყალობით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 62 მილიონი გოგონა გაჭირვებული ოჯახებიდან განათლებას მიიღებს. მიშელ ობამამ საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდა და დამსწრე აუდიტორიას სელფის გადაღება და მისი სოციალურ ქსელში ჰეშტეგით #62MillionGirls განთავსებისკენ მოუწოდა.