ფრანგული „Vogue“ 95 წლისაა. საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად, გამოცემის რედაქტორებმა გადაწყვიტეს მისი ფურცლები მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელის, ჟიზელ ბუნდჰენის ფოტოებით „მორთონ“.
ფოტოსესიის ავტორი ლეგენდარული მარიო ტესტინოა, რომლის მიერ გადაღებულ ფოტოებზე ჟიზელი როგორც უჩვეულო ტანსაცმელში, ისე მათ გარეშეა.
„ჩემი ოქროს წესი ტანსაცმელში არის ის, რომ ის იყოს კომფორტული. მიყვარს ჯინსი, ის არასოდეს გადავა მოდიდან, ისევე, როგორც თეთრი ფერის თეთრეული“ – განაცხადა მოდელმა.
