LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Microsoft კომპანია Google-ის კონკურენტს ქმნის

ამ მომენტისთვის ეს ორი კომპანია ერთდროულად რამდენიმე ტექნოლოგიურ სფეროში ემიჯნება ერთმანეთს. ბოლო სიახლე, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით გავრცელდა გახდა  მოწყობილობა სახელწოდებით  VR Kit, რომელიც Google Cardboard-ის ერთგვარ პასუხს წარმოადგენს.

სიახლის საშუალებით შესაძლებელია თამაშების, შემეცნებითი და კორპორატიული აპლიკაციების შექმნა. საუკეთესო ავტორები კი VR Kit-ის უფასო კომპლექტებს მიიღებენ.

სიახლე თავის თავში მოიცავს VR-გარნიტურას, რომელიც ჩვეულებრივი კარდონისგან არის დამზადებული. Google-მა უკვე წარმოადგინა ინსტრუქცია, როგორ შეიძლება საშინაო პირობებში VR-გარნიტურის შექმნა რამდენიმე წუთში. სიახლე Android-მოწყობილობებზე მუშაობს და უკვე გააჩნია რამდენიმე აპლიკაცია, რომელიც ვირტუალური რეალობის სამყაროს შეწავლის საშუალებას იძლევა.

VR Kit-ის აპლიკაციის შექმნის ოფიციალური კონკურსი 17 ოქტომბერს დაიწყება.

google-cardboard