LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კამერა ექსტრიმის მოყვარულთათვის

GoPro HERO+ – ეს არის კამერა სპეციალურად მათთვის, ვისაც ცხოვრების აქტიური წესი ხიბლავს. გაჯეტს Bluetooth და Wi-Fi მხარდაჭერა აქვს, თუმცა გამოყენებიდან გამომდინარე, მას არ აქვს LCD დისპლეი და რამდენიმე საკომუნიკაციო მოდული.

კამერა მარტივად უმკლავდება Full HD ფორმატის ვიდეოს. რაც შეეხება ფოტოს, ისინი 8 მეგაპიქსელიანი გარჩევადობის გამოდის. მყარი კორპუსის გამო გაჯეტს  40 მეტრამდე სიღრმის წყალში არაფერი დაემართება.

სპეციალური სამაგრის საშუალებით კი მას ადვილად მოათავსებთ შლემზე, ველოსიპედის საჭესთან, სერფინგის დაფაზე და ა.შ. რაც საუკეთესო კადრების მიღების საშუალებას მოგცემთ.

GoPro HERO+ – ის გაყიდვები 4 ოქტომბრიდან დაიწყება.