LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პლანშეტი სპეციალური კლავიატურითა და სტილუსით

კარგი სიახლე მათთვის, ვისაც ორი ერთში ტიპის „ტაბლეტი“ ხიბლავს. ამ დღეებში პლანშეტური კომპიუტერის HaierPad 103 პრეზენტაცია შედგა. ეს არის 10,1 დიუიმიანი მოწყობილობა კლავიატურითა და სტილუსით.

გაჯეტი 7 საათიან ავტონომიურ რეჟიმში მუშაობს და დატენვას არ საჭიროებს. სიახლე Android 5.0 Lollipop-ის ოპერაციულ სისტემაზე მუშაობს.

HaierPad 103 -ს IPS-ეკრანი და ორი კამერა აქვს: წინა 2 მეგაპიქსელიანი და ძირითადი – 5 მეგაპიქსელიანი. ამასთან, პლანშეტს აქვს Micro-USB, Wi-Fi 802.11n, USB 2.0, Bluetooth 4.0, ასევე Micro HDMI მხარდაჭერა.  კორპუსის სისქე 9,4 მილიმეტრს შეადგენს. პლანშეტის ღირებულება კი 229 ევრო იქნება.

 

i_da4c3bdc