LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრედ პიტმა მწვრთნელი და მზარეული დაიქირავა, რომლებიც ანჯელინას წონის მომატებაში დაეხმარებიან

ერთ დროს ჰოლივუდის უმთავრეს სექს-სიმბოლოდ მიჩნეული ანჯელინა ჯოლი ამჟამად არც ისე მიმზიდველად გამოიყურება. მსახიობის გარშემომყოფები მიიჩნევენ, რომ ჯოლის ზედმეტი სიგამხდრე იმან გამოიწვია, რომ ის 100%-ით საქმეშია ჩართული და თავის მოსავლელად და კვებისთვის დრო აღარ რჩება.

მეუღლისთვის უწინდელი სილამაზის დაბრუნება ბრედ პიტმა გადაწყვიტა. მან სპეციალური მწვრთნელი და მზარეული დაიქირავა, რომლებიც ენჯის წონის მომატებაზე იზრუნებენ.

აღსანიშნავია, რომ ჯოლის ზედმეტ სიგამხდრეს ახალ ფილმსაც მიაწერენ, სადაც ის რეჟისორი იყო. ცნობილია, რომ სოლიდარობის მიზნით, გადაღებების დროს ანჯელინამ უარი თქვა ჭამაზე იმ მსახიობებთან ერთად, რომლებიც ფილმში ძალიან გამხდარ ამერიკელებს თამაშობდნენ.

f9b4a66883e4c7c101c8161be35e89b8-620x413