LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Disclosure-ისა და ლორდის კლიპი გამოქვეყნდა (ვიდეო)

Disclosure-მა სიმღერაზე „Magnets“ კლიპი გამოაქვეყნა. თრექი მან ლორდითან ერთად ჩაწერა და ის ალბომში „Caracal“ შედის.

ვიდეო თაყვანისმცემლებმა დადებითად შეაფასეს. „ერთ-ერთი საუკეთესო სიმღერა. ლორდი უჩვეულო ამპლუაშია. არ მახსოვს, რომ ის ამდენ სასიყვარულო კადრში გამოჩენილიყო“ – წერენ ისინი.

შეგახსენებთ, რომ ლორდმა და Disclosure-მა უკვე ითანამშრომლეს ერთად. ამ უკანასკნელმა ლორდის მეორე ალბომისთვის რამდენიმე თრექი შექმნა.