მათ, ვისაც განსაკუთრებით აღელვებთ საცხოვრებელის უსაფრთხოება, ყურადღება უნდა მიაქციონ ახალ პროექტს Peeple. ეს არის მინიატურული კამერა შესასვლელი კარისთვის და იგი საშუალებას მოგცემთ თვალ-ყური ადევნოთ ვინ გეგმავს თქვენთან ვიზიტს. ეს ყველაფერი კი iOS და Android აპლიკაციების საშუალებით.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სიტუაციის კონტროლი შესაძლებელია ნებისმიერი ადგილიდან. დევაისი მარტივად თავსდება ჩვეულებრივ საჭვრეტ რგოლში, მისი ფუნქციონირებისთვის კი საჭიროა მხოლოდ სახლის Wi-Fi. ამ ეტაპზე სიახლის მხოლოდ პროტოტიპია შექმნილი, მისი სრული სახით რელიზი ერთ წელიწადში მოხდება, უკვე ცნობილია ფასი და ის 99 დოლარი ეღირება.

