LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პოტერიანას“ თაყვანისმცემლებს ჰოგვარდსის დარბაზში ვახშმობა შეეძლებათ

სასიამოვნო სიახლე „პოტერიანას“ თაყვანისმცემლებისთვის. ცნობილი ბესტსელერის სიუჟეტის მიხედვით უკვე გამოჩნდა მრავალრიცხოვანი თემატური პარკები, ინტერაქტიული ვებ-გვერდები, ტურები სტუდიაში და ა.შ.

თუმცა, ამჯერად სხვა სიახლეს წარმოგიდგენთ: ამიერიდან, ყველა მსურველს ჰოგვარდსის დარბაზში ვახშმობა შეეძლება, არა ჯადოსნური ჯოხის დახმარებით, არამედ 350 დოლარის სანაცვლოდ.

ადგილზე მისულ სტუმარს დახვდებიან ჯადოქრები და მაგიდამდე მიაცილებენ. ხოლო რაც შეეხება საკვებს, აქ საშობაო პუდინგის, ალუბლიანი ხორცისა და სხვადასხვა საკვების დააგემოვნების საშუალება მოგეცემა.

1443569431_great-hall-467