LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს ხობის ფესტივალი გაიხსნება

Ardaidardo.Geდღეს, 2 ოქტომბერს, ხობში, საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „სიმღერა სამეგრელოზე“ იხსნება. ის მეშვიდედ უხმობს ხელოვნების მოყვარულებს. ფესტივალი ორ დღეს გასტანს და საინტერესო პროგრამით გამოირჩევა. ის ლეგენდარულ ანსამბლ „რუსთავსა“ და თამრიკო გვერდწითელს უმასპინძლებს. საქართველოს ხობიდან უმღერებენ რეგიონების ფოლკლორული ანსამბლები და საესტრადო მომღერლები. მოეწყობა სპეციალურად ფესტივალისთვის შექმნილი რამდენიმე დისკის პრეზენტაცია. 

2 ოქტომბერს საღამოს რვა საათზე ქალაქის ცენტრში ფესტივალი ოფიციალურად გაიხსნება. ელენე ფოჩხუა, სოფო გელოვანი, ნინო ბაშარული, ნოდიკო ტატიშვილი, გიორგი სუხიტაშვილი და ლევან მასპინძელაშვილი კონცერტზე გამოვლენ, დაგეგმილია მუნიციპალიტეტების მიერ მომზადებული ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ნომრების წარდგენაც. 

3 ოქტომბერს სტუმრებს ფაცხებში, ხეივანში მოწყობილ ეთნო-კუთხეში მიიღებენ. გაიმართება ექსკურსიები, გამოცემების პრეზენტაციები, საპატიო მოქალაქეების დაჯილდოვება, 19 00 საათზე კი მაყურებელს ხეთის თეატრონში გალაკონცერტი ელის სახელწოდებით „მრავალჟამიერ საქართველოსთვის“. კონცერტი „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ღია ეთერში გადაიცემა. სწორედ ამ კონცერტზე წარდგებიან „რუსთავი“ და თამარ გვერდწითელი. 

ფესტივალი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით იმართება. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წარმომადგენლები დაესწრებიან.