LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერა „მოძრაობის თეატრში“ და სიახლე ქართულ თეატრალურ სცენაზე

Ardaidardo.Ge6 ოქტომბერს, საღამოს ათის ნახევარზე, მოძრაობის თეატრში პრემიერა შედგება, თეატრალური ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება „ფან დოს მაგორია“.

 

სპექტაკლი ქართულ თეატრალურ სივრცეში უპრეცედენტო მოვლენაა, რადგან სანახაობა ქართული ზღაპრისა და „ბოდი არტის“ სინთეზს წარმოადგენს, ტანზე მოხატვის ხელოვნება კი ქართული თეატრალური სცენისთვის სიახლეა – „ბოდი არტი“, გრიმი, მიმოდრამა, საჰაერო სანახაობა და ცოცხალი მუსიკა ერთ სპექტაკლში პირველად გაერთიანდება.

რამდენიმე სიტყვა სპექტაკლის შესახებ – პომპას კონტინენტს დიდი ხანია, ფანების საგვარეულო მართავს. საშიში დამნაშავის ციხიდან გაქცევის შემდეგ, პრინცესა დოს სიცოცხლე საფრთხეშია და მას სამხრეთის საშინელ კოშკში გამოკეტავენ…

წარმოდგენის რეჟისორი კახა ბაკურაძეა, მხატვრები ანუკა მურვანიძე და ლაშა ჯოხაძე, მუსიკალურ მხარეზე იზრუნა სანდრო ნიკოლაძემ, ქორეოგრაფიაზე კი ლაშა რობაქიძემ და გიორგი ღონღაძემ, მონაწილეობენ მოძრაობის თეატრის დასი, სპეციალური მიწვევით – ეკა ჩხეიძე.