ფილმისთვის შექმნილი საუნდტრეკები ექსკლუზიურად ”არ დაიდარდოს” ეთერში იტრიალებს
გადაცემას ”რადიო დუეტი” რეჟისორი გიორგი კაჭარავა და დათო კენჭიაშვილი ესტუმრნენ. საქართველოს კინოთეატრებში ”მაიტა ნასოსის” მეორე სერია, სახელწოდებით ”რაის ნასოსი” გამოდის. ფილმის რადიო პარტნიორია ”არ დაიდარდო” და მისთვის შექმნილი საუნდტრეკები ექსკლუზიურად ჩვენს ეთერში იტრიალებს. ფილმი ეკრანებზე 15 ოქტომბერს გამოვა.
– მოგვიყევით ფილმის შესახებ…
გიორგი: – 14 დღე მიმდინარეობდა გადაღებები. სურვილი კი მას შემდეგ გაჩნდა, რაც პირველი სერიის რეიტინგი გახდა ცნობილი, აღმოჩნდა რომ ”მიმინოს” შემდეგ რეიტინგით მეორე ადგილზე იყო. პირველი სერია 2009 წელს გამოვიდა. მეორე სერიას ახალი სახეებიც დაემატნენ: ნინი წიკლაური, შონზო, გიორგი ვარდოსანიძე, კაბუ, გივი სიხარულიძე და სხვა.
– დათო, როგორ აღმოჩნდი ამ ფილმში?
– ძალიან მომეწონა, ძალიან კარგი პროცესია, მინდა გიორგი კაჭარავას დიდი მადლობა გადავუხადო, სწორედ მან გადამალახინა დიდი ბარიერი. მან ამიხსნა თუ როგორ შევსულიყავი როლში. სამუშაო პროცესში ყველაფერს ვეკითხებოდი და მთლიანად კოლექტივმა დიდი როლი შეასრულა. ირაკლი ჩიკვაიძეს მინდა ასევე დიდი მადლობა გადავუხადო თქვენი ეთერიდან, სწორედ მისი იდეა იყო ფილმში ჩემი მიწვევა.
– პირველი საუნდტრეკი არის სახელწოდებით ”ჯიმა”…
გიორგი: – მეგრულად ძმას ნიშნავს. მღერიან დათო კენჭიაშვილი, გიორგი ვარდოსანიძე, ლაშა თოდუა. ტექსტი ეკუთვნის ენვერ ნიჟარაძეს, მუსიკა და არანჟირება კი მე თავად. ჩაიწერა დათოს სტუდიაში. სულ ფილმში სამი სიმღერაა. ერთ-ერთ სიმღერას დათო და ნინი ერთად მღერიან, მესამე სიმღერა კი სიურპრიზია და ამას მაყურებელი თავად იხილავს. ფილმი დათოს სიმღერით იწყება.
დათო კენჭიასვილი, გიორგი ვარდოსანიძე, ლაშა თოდუა – ჯიმა
გადაცემის აუდიო ჩანაწერი
ვიდეო კოლაჟი
ფოტოები
