LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”სტუდიაში ისე კარგად ვერ ვმღერი, როგორც ცოცხალ აუდიტორიასთან”

Ardaidardo.Geრა არის ირმა სოხაძეს მეტსახელი?

გადაცემას ”რადიო დუეტი” ირმა სოხაძე ესტუმრა.


– რამდენი სიმღერა გაქვთ ჯამში?


– ასამდე, მაქვს ბევრი მიუზიკლი, მონო ოპერა, ბევრი ლექსიც მაქვს, ნუგზარ ჩხაიძის სიმღერები ძირითადად ჩემს ლექსებზეა.


– როგორი ისტორია აქვს სიმღერას ”ვიყავით ერთად”?


– ”ვიყავით ერთად, სხვა სიყვარული არ მინდოდა, ყველაზე მეტად შენი დაკარგვის მეშინოდა”… აი ასეთი ისტორი აქვს. მაყვალა გონაშვილის ლექსია და მღეროდა ეკა მამალაძე, შესანიშნავად ასრულებდა, საახალწლო გადაცემაში მოვისმინე. შევეხვეწე ნუგზარს მომეცი თქო. მე ტექსტი შევცვალე, არ მინდოდა საახალწლო თემაზე ყოფილიყო. ეს ჩემი ერთგვარი სავიზიტო ბარათი გახდა. ძალიან შეიყვარა მსმენელმა. ჩემს კონცერტზე მისი ახლებური ვერსიაც წარმოვადგინე, გულდაწყვეტილი ვარ, რომ არცერთმა რადიომ არ გააშუქა. მაზანაშვილის ორკესტრთან ერთად გაკეთებული.


– ბატონი ნუგზარი იყო ჩვენთან სტუმრად და აღნიშნა, რომ მისი შემოქმედებითი საღამო იგეგმება სადაც ძველი სიმღერების ახლებური ვერსიებიც იქნება…


– ”ვიყავით ერთად” ისევ იქნება და ალბათ ისევ მე ვიმღერებ. ჯერ არ ვართ ჩამოყალიბებულები, მომავალი წლის გაზაფხულზე გაიმართება. ისე გართულდა კონცერტის ჩატარება, როგორც არასდროს, ნამდვილი კატასტროფა გახდა. ძალიან დიდი სტიმულია, რომ რაღაცას ვაკეთებთ. მიხარია რომ საშუალება მომეცა და თქვენთან ვმღერი ეთერში, მიწისქვეშა გადასასვლელში ხომ არ დავდგები. კონცერტები და ტელეგადაცემები აღარ არის. სიმწრით ვაკეთებ საღამოებს, ერთი-ორჯერ გავა საზოგადოებრივ მაუწყებელზე, ცოტა ადამიანი ნახავს და მორჩა. 7 დეკემბერს ვაკეთებ სულხან ცინცაძის საღამოს, მისი საიუბლეო წელია. ალბომის ჩაწერის აზრს ვერ ვხედავ, სტუდიაში ისე კარგად ვერ ვმღერი, როგორც ცოცხალ აუდიტორიასთან.


– ბავშვობა გავიხსენოთ…


– ჩემი პირველი სიმღერა მერი დავითაშვილმა დაწერა. 7-8 წლის ასაკში მოსკოვში დაიწერა ჩემთვის ”ნარინჯისფერი მზე”.


– თქვენ მეტსახელი გქონიათ…


– მაცაცო მქვია, დედა, მამა, შვილები, მეგობრები ასე მეძახიან. ირმა ვარ პასპორტში, მაგრამ სახლში ასე დამარქვეს.


– თქვენ სატელევიზიო პროექტი გქონდათ – ”ოქტაგონი”, თუ გქვთ სურვილი რამე მსგავსი გააკეთოთ?


– ვებრძოდი ფონოგრამების მანკიერ მხარეს. ისინი, ვინც ფონოგრამაზე მღეროდნენ, ეწინააღმდეგებოდნენ ამ პროექტს. ცოცხლად ყველა მომღერალი, ყველაზე დიდიც კი სხვანაირად ჟრერს. მე კი ძალიან მინდა, მაგრამ ტელევიზიებს არ უნდათ. მათ უნდათ ”ნიჭიერი”, ”იქს ფაქტორი”…


– ვისი აზრი გაინტერესებთ ყველაზე მეტად?


– პატარა რომ ვიყავი მამა იყო ჩემი მთავარი შემფასებელი. ახლა აღარ ვაწუხებ, მოხუცდა. ბოლო 40 წელია უკვე ჩემი მეუღლე ისმენს, არასოდეს მომატყუებს. ვასმენინებ ასევე ჩემს ქალიშვილს ნატუკას, ნუგზარ ჩხაიძეს.


– ”როცა მიყურებ” ასე ჰქვია ახალ სიმღერას…


– სიყვარულზეა, განწყობის სიმღერაა, საცეკვაო. ძალიან სიმპატიური გამოვიდა ჩემი აზრით.

ირმა სოხაძე – როცა მიყურებ

AudioIRMA SOXADZE – ROCA MIYUREB

გადაცემის აუდიო ჩანაწერი

Audioirma-soxadzea

ირმა სოხაძე – სიყვარული. Live

ირმა სოხაძე – სულ მენატრები. Live

ირმა სოხაძე – ეძღვნება მშობლებს. Live

ირმა სოხაძე – ვიყავით ერთად. Live

ირმა სოხაძე – ფერად – ფერადი. Live

ირმა სოხაძე – ცისარტყელა. Live

ირმა სოხაძე – ვიდეო კოლაჟი