რატომ აკლია მომღერალს ძილი და რატომ იწყება მისთვის ყოველი დილა ბედნიერებით?
გადაცემას ”რადიო დუეტი” გიორგი დათიაშვილი ესტუმრა.
– პირველ რიგში გილოცავ პატარას შეძენას, ჯანმრთელობას ბედნიერებას და ღვთის წყალობას ვუსურვებ, როგორ არის?
– დათი დავარქვით, მაგარი ყოფილა ორჯერ მამობა, ცოტა ძილი გვაკლია, მაგრამ ბედნიერებით იწყება ყოველი დილა.
– იყო პერიოდი როდესაც ერთი სტილის სიმღერებს წერდი, შემდეგ ჩაწერე ”ჩემო გოგო” და ის ძალიან პოპულარული გახდა… ახლა მოგვიტანე ”თბილისური ამქარი”…
– ერთ მიმართულებას არ ვჯერდები ხოლმე, გამახსენდა ეს ძველი პოპულარული სიმღერა. გადავწყვიტე რიმეიქი გამეკეთებინა. მაია კვატაშიძის არის სიმღერა, გავაკეთე შავი ვერსია, მოვასმენინე მას და დადებითი პასუხის შემდეგ ჩავწერე. დაემთხვა სხვათაშორის ”თბილისობას” და მიხარია რომ თემატური სიმღერით შევხვდები.
– სამომავლო გეგმები?
– ვმუშაობ ბევრ სიმღერაზე და იმედი მაქვს მალე დავასრულებ, რამდენიმე სიმღერას ცოცხლად ვაკეთებ და ასევე ვიდეორგოლების გადაღებას ვგეგმავ. მოსაბეზრებელია ერთფეროვნება, ვგულისმობ იმას, რომ სცენაზე მარტო იდგე.
– აპირებ თუ არა სატელევიზიო პრემიერას?
– რა თქმა უნდა ვფიქრობ, თუმცა ჯერ არ ვიცი სად. ვნახავ, მსმენელი როგორ მიიღებს. ცოტა პოპ მუსიკისკენ წავიყვანე ეს სიმღერა. ჩაიწერა რა თქმა უნდა ”ფორტუნა რეკორდსში”.
გიორგი დათიაშვილი – თბილისური ამქარი
აუდიო ჩანაწერი
ვიდეო კოლაჟი
ფოტოები
