რატომ ეძახიან თაკო ვადაჭკორიას გველს?
გადაცემას ”რადიო დუეტი” თაკო ვადაჭკორია და გიორგი მოძმანაშვილი ესტუმრნენ.
– ჩაიწერა თქვენი დუეტი, თუმცა, მანამდე თქვენზე მოგვიყევით?
თაკო: – მე და გიორგი ერთად ვმუშაობთ, რესტორან ”ძველ ქალაქში”. ის რომ ეს დუეტი არსებობს, ჩვენი დირექტორის, პაატა რეხვიაშვილის საჩუქარია. დაბალანსდა შამოსთან. სიმღერის სახელწოდება გახლავთ ”მე და შენ”.
გიორგი: – რიგით მეორე დუეტია უკვე ჩვენთვის. ორივე სიმღერის ტექსტი და მუსიკა თაკოს ეკუთვნის. რესტორანმა დაგვაკავშირა ერთმანეთს, დავმეგობრდით. ძალიან ბევრ მომღერალთან მქონია შეხება, მაგრამ ასეთი ახლო ურთიერთობა არავისთან შემდგარა. სამომავლოდაც ალბათ დუეტში გავაგრძელებთ ურთიერთობას.
– თაკო, პროექტებში გაქვს მონაწილეობა მიღებული, რა მოგცა ”საქართველოს ვარსკვლავმა”?
– სწორედ ამ პროექტების შემდეგ გაიზარდა ცნობადობა და დაინტერესება.
– ერთ-ერთ ინტერვიუში გიწერია, რომ მეძახიან გველსო…
– ხო, პირდაპირი ადამიანი ვარ და საკმაოდ ხშირად მეძახიან ასე. მირჩევნია სუფთა ვიყო პირველ რიგში ჩემს თავთან.
თაკო ვადაჩკორია & გიორგი მოძმანაშვილი – მე და შენ
აუდიო ჩანაწერი
ვიდეო კოლაჟი
ფოტოები
