LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”არაფერი მრჩება სხვა გარდა იმისა, რომ ვიყო ძლიერი”

Ardaidardo.Geრატომ დადიოდა ზუზუ გიჟების ექიმთან?

 

გადაცემას ”რადიო დუეტი” მსახიობი ზუზუ ბეჟაშვილი ესტუმრა.

 

– ახალი სიმღერით გვესტუმრე, რომელიც დღეიდან ”არ დაიდარდოს” ეთერში იტრიალებს…

 

– ეს სიმღერა არის კლასიკა, გიორგი ცაბაძის ”სად გეძებო”.

 

– შენ გქვია ზაზა, რატომ მოგმართავენ ზუზუთი?

 

– 13-14 წლის ვიყავი როდესაც ერთ-ერთი მეგობარი ”მომეფერა” და მას შემდეგ ასე მეფერებით ყველა. დედა და მამა მეძახიან მხოლოდ ზაზას.

 

– როგორია შენი ცხოვრების სტილი?

 

– ხანდახან მაქვს ცუდი პერიოდები. მივხვდი ერთ რამეს, თუკი არ ჩართე ცოტა იუმორი, არაფერი არ გამოვა. კომპლექსები მქონდა, პირველი ვიყავი ჩემს თაობაში, რომელიც ფსიქოლოგთან მივედი, ამბობდნენ გიჟების ექიმთან დადისო. ფსიქიატრი და ფსიქოლოგი ერთმანეთთან ასოცირდებოდა. შემდეგ დამოკიდებული გავხდი და არ მომეწონა, ზოგადად არ მიყვარს რაიმეზე დამოკიდებულება. ახლა ჩემი თავის ფსიქოლოგი მე თვითონ ვარ და რა თქმა უნდა ძალიან მშველის ეკლესია. იმდენად სუსტი ვარ, რომ არაფერი მრჩება სხვა გარდა იმისა, რომ ვიყო ძლიერი. არ მიყვარს სიტყვა მეშინია.

 

– ეთერს მიღმა აღნიშნე რომ ცნობილი ლოთი ვარო, ხარ დამოკიდებული?

 

– არასდროს არაფერზე არ ვყოფილვარ დამოკიდებული. როდესაც ვარ კლუბში, ან რესტორანში, მოვქსოვო? დამაკვალიანეთ. სადღეგრძელოებს ვამბობ ხოლმე, თუმცა თამადად არასოდეს დავუნიშნივარ.

 

– აბობდნენ რომ ნარკოტიკებს იღებსო…

 

– კი იმასაც ამბობენ რომ გარდაიცვალაო, ჯერ სახლში მიპოვეს მოკლული და მკვლელმა აღიარა და დააკავეს…

 

– ტელეფონიც მოგპარეს…

 

– არ გავწირე ის ადამიანი. ტელეფონი ვეღარ დააბრუნა, იმიტომ რომ გაყიდული იყო, ამიტომ თანხა დამიბრუნა.

 

– ერთი სადღეგრძელო გვითხარი…

 

– იყავით ჰარმონიაში საკუთარ თავთან. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. ოღონდ ცხოვრებაშივე.

 

– გეგმები?

 

– პირველად მაქვს პაუზა, მეორე კურსიდან სულ გადაღებები მაქვს. არა მხოლოდ საქართველოში. ახლაც მაქვს შემოთავაზება, თუმცა ჯერჯერობით მხოლოდ სინჯები გადავიღე. დიდი მადლობა ნინო ქათამაძეს, რომელიც ძალიან დამეხმარა.

 

– სიმღერა რატომ ჩაწერე?

 

– ბავშვობაში ძალიან მინდოდა სიმღერა, მაგრამ არ აღმომაჩნდა მონაცემები. ვსწავლობდი კიდეც. პერიოდები მაქვს ვმღერი, პერიოდები მაქვს როდესაც ვერ ვმღერი. სხვა მუსიკოსებს არ ეწყინოთ, მაგრამ უსაქმურობამ ამამღერა. სიმღერა ძალიან მაგარი რამეა. პირადსაც ვუმღერი და ჩემს საქმესაც. როდესაც ვწერდი, არ ვფიქრობდი იმას მოეწონებოდა თუ არა ვინმეს, თუმცა ახლა თუკი ვინმეს მოეწონება, ძალიან გამიხარდება. ჩაიწერა ზურა მახნიაშვილთან.

ზუზუ – სად გეძებო

AudioZUZU – SAD GEDZEBO

აუდიო ჩანაწერი

Audiozuzuzu

ვიდეო კოლაჟი

ფოტოები