LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

White Rabbit – ახალი ღამის კლუბი „ალისა საოცრებათა სამყაროში“ პრინციპით

გადაცემის სტუმრები იყვნენ ზუკა, ლევანი და დიჯეი ვაქსი. საუბარი ახლადგახსნილი ღამის კლუბის White Rabbit შესახებ წარიმართა, რომლებიც არიან კიდეც ამ სიახლის იდეის ავტორები.

– ზუკა, როგორც ვიცით ხარ ამ კლუბის დირექტორი. ვის მოუვიდა თავდაპირველად ამ ყველაფრის იდეა?
– პირველ რიგში დიდი მადლობა, რომ დაინტერესდით ჩვენი წამოწყებით. პირველ რიგში ვიტყვი ლოკაციაზე, შევარჩიეთ იმიტომ, რომ გვინდოდა დიდი კონტრასტი. იმისი თუ რა ხდება ზემოთ და რა შწეიძლება მოხდეს ქვემოთ. გადავწყვიტეთ, რომ შეგვეყარა ის ხალხი, რომლებიც აფასებენ ვიზუალს, კარგ მუსიკას. გვაქვს ჩვენი სტილი და კონცეფცია, რაც ძალიან ბევრ რამეს არ შეესაბამება, რაც ქუჩის ზემოთ ხდება.

– რა ქუჩაზეა საუბარი?
– შარდენზე ხდება ეს ყველაფერი, ყოფილი Bamba Rooms. თუმცა, ეს ყველაფერი არ ხდება მათთვის, ვინც იქ დადის. ლოკაცია უბრალოდ იმისთვის შევარჩიეთ, რომ არის ცენტრი, კარგი განლაგება ქვემოთ, ჩვენთვის საინტერესო დონეები და ოთახები, ამ ყველაფერს შეგიძლია ზემოდან უყურო ივენთის დროს.

– ლევან, რას გვეტყვი ამ ადგილის დადებით და უარყოფით მხარეებზე?
– ადგილი არის საკმაოდ სარისკო კონცეპტუალურად. ზოგს უთქვამს, რომ ძალიან კარგი საქმე წამოვიწყეთ, ზოგი კი თვლის, რომ განწირულია ეს პროექტი. ადგილიდან გამომდინარე სახელიც უხდება ამ კლუბს. ყველამ კარგად იცით „ალისა საოცრებათა სამყაროში“ – ერთი შეხედვით მოსაწყენი გვირაბიდან ალისა თეთრ კურდღელს გაჰყვება და მოხვდება საოცრეათა სამყაროში. ზუსტად ასეთი იდეა გვაქვს ჩვენც.

– ვინ იყვნენ მოწვეულები გახსნაზე?
– მოწვეული გვყავდა ორი ქართველი და ორი ჰედლაინერი უცხოელი დიჯეი. ძალიან კარგი საღამო გამოვიდა და ყველა კარგად გაერთო. ძალიან კმაყოფილები ვართ გახსნით.
12108139_455910394594025_2014966892284006994_n

– როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
– 16 ოქტომბერს ჩვენ გვეყოლება მარკუს ენრიკსონი, ეს არის „მინილოგ პროექტის“ ერთ-ერთი წევრი, თავადაც აქვს ახალი პრეოქტი “Nobody Home” და სწორედ ამ პროექტით ჩამოდის. იქნება ლაივ-შესრულება. დაუვიწყარი საღამო გველოდება. მუსიკითა და ვიზუალით იქ მყოფ ადამიანებს რეალობას მოვწყვეტთ.

–  ბილეთის ფასი ფიქსირებული იქნება თუ ყოველ კვირას შეიცვლება?
– ჯერ-ჯერობით ამ ეტაპზე ორიენტირებულები ვართ უცხოელ არტისტებზე, ამიტომ შევლა ფასიანი იქნება. ამ ეტაპზე, პარასკევის მონაცემებით, ონლაინ-რეჟიმში ბილეთის შეძენა 20 ლარი ღირდა, ადგილზე კი 25 ლარი.რაც შეეხება ასაკობრივ შეზღუდვას, 18 წლის ზემოთ პირები დაიშვებიან.

– დაახლოებით რა პერიოდზე გაქვთ გაწრილი ეს სიახლე?
– წლის ბოლომდე ლაინ-აპი გვაქვს გაწერილი და ბუნებრივია, შემდეგაც განვაგრძობთ მუშაობას.
ახალი წლისთვის მასშტაბურ ღონისძიებებს ვგეგმავთ.

12107829_455874404597624_3674140586804868153_n

– რას საქმიანობდით აქამდე?
– აქამდე გვქონდა ბარი, კლუბის მართვის გამოცდილება არ გვქონია და იმედი მაქვს, ყველაფერი ისე გამოგვივა, როგორც ჩაფიქრებული გვაქვს.

– რაც შეეხება დიჯეი ვაქსის მოღვაწეობას, როდიდან იღებს სათავეს შენი მოღვაწეობა?
– 17 წლის ასაკიდან დავიწყე მოღვაწეობა, ახლა 24 წლის ვარ. იყო ასეთი კლუბი „ვაკანდა“ და სწორედ იქ გავიცანი ბევრი კოლეგა.

– პროდიუსინგით თუ ხარ დაკავებული?
– ვიყავი გარკვეული პერიოდი. ახლა გარკვეულ პროექტზე ვმუშაობ და მჭირდება სპეციალური ტექნიკა, რომლის მოპოვების შემდეგ პროდიუსინგს ისევ დავუბრუნდები.

– საზღვარგარეთ თუ გქონია გასვლა?
– კი, ჯერ-ჯერობით ბაქოში.

– სამომავლოდ თუ აპირებ საქართველოდან წასვლას?
– კი, ახალ წლამდე ვაპირებ წავიდე გერმანიაში.