LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მადონა დარწმუნებულია, რომ მისი შოუთი პაპი აღფრთოვანდება

ამერიკელ მომღერალ მადონას კათოლიკურ ეკლესიასთან არც თუ ისე კარგი დამოკიდებულება აქვს. პოპვარსკვლავი ღრმად მორწმუნე ოჯახში დაიბადა, თუმცა საკუთარი საქციელით და ჩაცმულობით მუდმივად ცდილობდა ეკლესიის პროვოცირებას. ამის მიუხედავად, მადონა დარწმუნებულია, რომ მისი შოუები რომის პაპს ძალიან მოეწონებოდა.

მომღერალი ამბობს, რომ ფრანცისკე მისი წინამორბედებისგან განსხვავებით უფრო ლიბერალური შეხედულებებით გამოირჩევა და თუ პაპი მის კონცერტს Rebel Heart Tour-ს დაესწრება, აღფრთოვანებული დარჩება.

„ჩემი შოუ სიყვარულზეა აგებული, პაპი კი არის ადამიანი, ვინც სიყვარულის პროპაგანდას ეწევა, ჩვენ ბევრი გვაქვს საერთო. მგონია, რომ მას ძალიან მოეწონებოდა ჩემი შოუ,“ – ამბობს მადონა.

ამასთან, გამოცემა Rolling Stone-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ ფრანცისკე უფრო უბრალო და თავმდაბალია,  ვიდრე მისი წინამორბედები, რაც მას ძალიან მოწონს.