LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დათო ოქიტაშვილის ახალი ინიციატივა – „ხალხის რჩეული“ ახალი წლიდან გამოვლინდება

Ardaidardo.Geსაქართველოს „კულტურის პალატა“ და მისი დამფუძნებელი, დათო ოქიტაშვილი, ახალი ინიციატივით გამოდიან. დაწესდეს საპატიო ჯილდო „ხალხის რჩეული“, ოქროს მედალი, რომელიც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელს გადაეცემა.

 

„კულტურის პალატაში“ შეიქმნება მრჩეველთა საბჭო, ამა თუ იმ სფეროს ღვაწლმოსილი წარმომადგენლების შემადგენლობით, რომლებიც, საერთო გადაწყვეტილებით, გამარჯვებულებს გამოავლენენ.

 

ჯილდო გადაეცემათ ადამიანებს იმ სფეროებიდან, რომლებიც საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად მონაწილეობენ და საკუთარი წვლილი შეაქვთ კულტურის, განათლების, სპორტის, ხელოვნების და სხვა დარგების განვითარებაში.