„თეატრალურის კვარტეტის“ წევრებმა, ოთო კოვზირიძემ და ირაკლი აბჟანდაძემ რადიო „არ დაიდარდოს“ ეთერში ახალი სიმღერა წარადგინეს სახელად „გაკოცებ, გაკოცებ“. როგორც ირაკლიმ გვითხრა, ეს არის სიმღერა, რომელიც „იმ ხალხის განწყობას გამოაკეთებს, ვინც დოლარის კურსის ზრდამ დააზარალა“, ხოლო ოთო ამბობს, რომ ეს სიმღერა „დეპრესიიდან თმით გამოგათრევთ“.
ოთომ ჩვენს საიტს ასევე ექსკლუზიურად გაუმხილა, რომ მეორე შვილს ელოდება, გოგონას. მასა და მის მეუღლეს, ჟურნალისტ ეკა ჩიკვაიძეს სახელიც მოფიქრებული აქვთ, სესილი. ეკა ფეხმძიმობის მეოთხე თვეშია. წყვილს ჰყავს ვაჟი, ლუკა, რომელიც წლისა და 3 თვის გახლავთ.

