17 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით, გოგი მესხიშვილის თანამედროვე დიზაინის სკოლის გამოფენას რუსთაველის თეატრი უმასპინძლებს. თეატრის ფოიეში წარმოდგენილი იქნება სკოლის მოსწავლეების მიერ შექმნილი ინსტალაციები, სპექტაკლების მაკეტები, კოსტიუმების ესკიზები.
რუსთაველის თეატრთან არსებული დიზაინის სკოლა, რომელიც გოგი მესხიშვილის სახელს ატარებს, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, 2014 წლის ნოემბერში გაიხსნა. სწავლა უფასოა და 3 წლის განმავლობაში გრძელდება. მისწავლება სამ განზომილებაში მუშაობა, თეატრალური კოსტიუმის შექმნა და კონსტრუირება და ა.შ.
გოგი ალექსი-მესხიშვილი საკუთარი სისტემით ასწავლის, რომელსაც ის ამერიკის შეერთებულ შტატებში, დარტმუდის კოლეჯში, 20 წლის განმავლობაში იყენებდა, სადაც მან საუკეთესო პედაგოგის წოდება მიიღო.
სკოლის მიზანია პროფესიონალი, მაღალკვალიფიციური მხატვრების მომზადება.
