LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიმონათი “ხილიანი” ევროპის ბაზარზე გასასვლელად ემზადება

ლიმონათი “ხილიანი”ევროპის ბაზარზე გასასვლელად ემზადება. კომპანია ,,ქართული ლიმონათის’’ დირექტორის ვარაზ ასპანიძის ინფორმაციით, ამჟამად უკვე იწარმოება მოლაპარაკებები ავსტრიასა და გერმანიაში. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, “ხილიანის ლიმონათის” ექსპორტი არაბეთის ქვეყნებშიც იგეგმება. ჯერჯერობით პროდუქცია რუსეთსა და აზერბაიჯანში იყიდება, თუმცა ასპანიძის თქმით, რეგიონში არსებულმა პრობლემებმა ექსპორტი შეანელა.

,,რეგიონში არსებულმა პრობლემებმა ექსპორტი შეანელა. მოთხოვნა გაცილებით მაღალი იყო ვიდრე დღეს არის. თუმცა, ამის მიუხედავად, სტრატეგიული ბაზრების მოძიებას კვლავ ვაგრძელებთ და უახლოეს მომავალში პროდუქციას არაბეთისა და ევროპის ქყვეყნებში გავიტანთ, ’’- განაცხადა ვარაზ ასპანიძემ. ახალი ქართული ლიმონათი “ხილიანი” ბაზარზე მიმდინარე წლის ივლისში გამოჩნდა. ამჟამად კომპანია 8 სახის ლიმონათს ამზადებს: მსხალი, ტარხუნა, სიტრო, მოხიტო, ლიმონი, ყურძენი, ლაიმა და ნაღები. წარმოებაში 10 მილიონ ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა და ამჟამად 150 ადამიანია დასაქმებული.