LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მადონას სახის კანის საიდუმლო ცნობილია

პოპ-სცენის 57 წლის დედოფალი მადონა არაერთხელ ყოფილა ნოვატორი მსოფლიო მუსიკაში. ამჟამად კი ცნობილი ხდება, რომ მომღერალი ერთ-ერთი პირველია, ვინც კანის მოვლისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების საკითხს არა კოსმეტოლოგებს ან პლასტიკურ ქირურგებს, არამედ… მანქანებს ანდობს.

აღმოჩნდა, რომ პოპ-დედოფალი, ისევე, როგორც თავის დროზე მაიკლ ჯექსონი, იყენებს სპეციალურ მანქანას, რომელიც სახის კანს ჟანგბადით კვებავს, ატენიანებს და ნაოჭების კვალს აქრობს.

კანის დამუშავების სამი ეტაპი ერთდროულად რამდენიმე კოსმეტოლოგის საქმეს აკეთებს. მოწყობილობის ინსტრუქციაში ნათქვამია, რომ მისი გამოყენების ეფექტი საკმაოდ დიდხანს გრძელდება, ხოლო ის გაცილებით უვნებელია, ვიდრე „სილამაზის ინექციები“.

მადონასთან დაახლოებული პირების განცხადებით, მანქანის თითო ეგზემპლარი მადონას ექვსივე სახლში ინახება, ხოლო მეშვიდე მუდმივად მოგზაურობს მადონასთან ერთად გასტროლების დროს.