LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი საუკეთესო მეგობრის ქორწილის“ მიხედვით რიმეიქს გადაიღებენ

მათთვის, ვისაც 1997 წლის ცნობილი მელოდრამის, „ჩემი საუკეთესო მეგობრის ქორწილი“ დასასრული არ მოეწონა, ტელეარხი АВС ალტერნატივას სთავაზობს. არხის წარმომადგენლების თქმით, ამჟამად მიმდინაეობს მოლაპარაკებები ცნობილი ისტორიის გაგრძელებაზე, სერიალის სახით.

ამჟამად უცნობია, მიიღებენ თუ არა მასში მონაწილეობას მთავარი პერსონაჟები: ჯულია რობერტსი, კემერონ დიაზი და დერმოტ მალრუნი.

სერიალისთვის სცენარს ოსკარის ლაურეატი რონ ბასი დაწერს. სხვა თარიღები და დეტალები მომავალი პროექტის შესახებ არ ხმაურდება.