LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

4 ნოემბერს „ამირანში“ თბილისის ღია კინოფორუმი გაიხსნება

Ardaidardo.Ge4 ნოემბერს საღამოს რვა საათზე კინო „ამირანი“ თბილისის ღია კინოფორუმის გახსნას უმასპინძლებს. ეს გახლავთ არასაკონკურსო რეგიონული ფესტივალი,  რომლის ფარგლებშიც კინემატოგრაფისტები საკუთარი ნამუშევრების წარსადგენად იკრიბებიან და მიზნად ისახავს შემოქმედებითი ურთიერთკავშირებისთვის ხელსაყრელი პლატფორმის შექმნას.

 

კინოფესტივალის გახსნაზე მაყურებელი ნახავს ალექსანდრ სოკუროვის ბოლო ფილმს „ფრანკოფონია“, სადაც ფაშისტების მიერ ოკუპირებულ პარიზში, 1940 წელს განვითარებული მოვლენებია ასახული და საინტერესო მხატვრული ხერხებით გადმოცემული.

ფესტივალის დახურვაზე, 8 ნოემბერს, ასევე კინო „ამირანში“ ნაჩვენები იქნება ანდრეი პოროშკინის ფილმი „ორლეანი“, რომელსაც განსაკუთრებულ მიმზიდველობას ანიჭებს ენდი ვორჰოლისა და ტარანტინოსთვის დამახასიათებელი ესთეტიკა.