მსახიობები ჯენიფერ ლოურენსი, ჯოშ ჰატჩერსონი და ლაიამ ჰემსვორტი ფილმის „შიმშილის თამაშების“ მეორე ნაწილის პრემიერაზე ბერლინში შეიკრიბნენ. მსახიობებისთვის სიუზენ კოლინზის რომანის ეკრანიზაცია ბოლო აღმოჩნდა, ამდენად ეს პრემიერაც ერთგვარი დამშვიდობება გამოვიდა.
მათ გარდა მსოფლიო პრემიერაზე ბერლინში იმყოფებოდნენ ჯულიანა მური, ელიზაბეტ ბენქსი, ნატალი დორმერი, დონალდ საზერლენდი, სემ კლაფლინი და რეჟისორი ფრენისის ლოურენსი.








