LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავიაკატასტროფის მიუხედავად ეგვიპტე ყველაზე მოთხოვნად ქვეყნად რჩება

ეგვიპტეში რამდენიმე დღის წინ მომხდარ ავიაკატასტროფას ეგვიპტის მიმართულებაზე მოთხოვნა არ შეუმცირებია – ამის შესახებ ’’ფორტუნას’’ტურისტულ კომპანიებში განუცხადეს. ტუროპერატორების თქმით, ეგვიპტე არის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ქვეყანა და გაყიდული ტურპაკეტების დიდი წილი სწორედ ეგვიპტის კურორტებზე მოდის.

’’ამ დროისთვისაც ჩვეულ რეჟიმში არის დაინტერესება. არცერთ ვიზიტორს მომხდარ ავიაკატასტროფაზე კითხვები არ დაუსვამს და მოთხოვნა არ შემცირებულა’’ – აცხადებენ ტურისტულ კომპანიებში.

რაც შეხება ავიაკომპანიების გადაწყვეტილებას, საავიაციო სააგენტოს ხელმძღვანელის, გურამ ჯალაღონიას თქმით, ქართული ავიახაზების წარმომადგენლებისგან ფრენების შეჩერებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გაჟღერებულა.

”ჩემთვის ჯერ არცერთ კომპანიას არ მოუმართავს ცვლილებების შესახებ. თუ რამე ცვლილება იქნება რეისების გაუქმების შესახებ, რა თქმა უნდა, ეს ინფორმაცია ჩვენთან შემოვა”, – აღნიშნა გურამ ჯალაღონიამ.

ამ დროისთვის, ეგვიპტეში დასვენება მსურველს 500-დოლარიდან შეუძლია. ფასში 3- ვარსკვლავიანი სასატუმრო კვებით, ავიაბილეთი და ტრანსფერი შედის.

შეგახსენებთ, რუსეთი ეგვიპტის მიმართულებით ავიარეისებს აუქმებს. აღნიშნული გადაწყვეტილება პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ეროვნულ ანტიტერორისტულ კომიტეტთან კონსულტაციის შედეგად მიიღო. მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო დიდმა ბრიტანეთმაც. ამის მიზეზი ეგვიპტეში რამდენიმე დღის წინ მომხდარი ავიაკატასტროფა გახდა, რასაც 224 ადამიანი შეეწირა.