LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილი-მარგველაშვილის ჩანაწერი – “უკრაინული ვიკილიქსის” მორიგი სკანდალი

“უკრაინული ვიკილიქსის” სახელით ცნობილი საიტი მორიგ სკანდალს ამზადებს. გაზეთი “პრაიმტაიმი” წერს, რომ შესაძლოა ამ სკანდალის ფიგურანტი ექს-პრეზიდენტთან ერთად მოქმედი პრეზიდენტიც გახდეს.

“პოლიტიკურ კულუარებში ამბობენ, რომ მალე „უკრაინულ ვიკილიკსზე“ გიორგი მარგველაშვილისა და მიხეილ სააკაშვილის ფარული სატელეფონო ჩანაწერები აიტვირთება, რაც კიდევ უფრო გაამყარებს საზოგადოების ერთ ნაწილში არსებულ მოსაზრებას, რომ პრეზიდენტი „ნაციონალურ მოძრაობას“ გაურიგდა.

ამ ინფორმაციის თანახმად, სატელეფონო ჩანაწერებში საუბარია ყოფილი მაღალჩინოსნების შეწყალებასა და შესაძლო სამოქალაქო დაპირისპირებაზე. თუ ეს ინფორმაცია დადასტურდა, პრეზიდენტის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადების ქვეტექსტიც გაიშიფრება. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, მარგველაშვილმა პოლიტიკური კლიმატის ესკალაციის ფონზე, რამაც „კონსტიტუციური წესრიგის დარღვევისა და სამოქალაქო დაპირისპირების წინაპირობები“ შექმნა, ყველას თავშეკავებისკენ და ემოციების მოთოკვისკენ მოუწოდა. განსაკუთრებული პასუხისმგებლობა კი საქართველოს ხელისუფლებას დააკისრა”, – წერს “პრაიმტაიმი“.