ტელეწამყვანმა ნინო თოლორდავამ დაბადების დღე 8 ნოემბერს კოლეგების წრეში აღნიშნა. მას და ასევე ჟურნალისტ ლევან ჩხაიძეს დაბადების დღე ერთსა და იმავე დღეს ჰქონიათ. ეკა მიშველაძემ და ინგა გრიგოლიამ ორივე იუბილარს ნამცხვრები და ტორტი მიუტანეს და სანთლები ჩააქრობინეს, ასევე უმღერეს სიმღერაც.
შემდეგ კი ნინო თოლორდავას მეუღლემ სიუპრიზი მოუწყო. გარეთ გაიყვანა და მათ ერთად გაუშვეს წითელი გული, თავიანთი სიყვარულის ნიშნად. მოგვიანებით, სოციალურ ქსელში ამ ამბის ამსახველი ვიდეო ჟურნალისტმა მაკა რაზმაძემ გაავრცელდა და დაწერა: „ნამდვილი და დიდი სიყვარულის სიტორია… ნინო თოლორდავა და ზაზა ხაჟალია… ულამაზესი მილოცვა, სიურპრიზი…“
ნინო თოლორდავა წლებია, გათხოვილია. მასა და მის მეუღლეს, ზაზა ხაჟალიას ერთი შვილი, ამიკო ჰყავთ. როგორც ნინო ხშირად აღნიშნავს ინტერვიუებში, ზაზა მისი სიმშვიდის გარანტიაა, ხოლო ოჯახი ყველაფერია…
[fbvideo link=”https://www.facebook.com/maka.razmadze.1/videos/1059707077395595/” width=”500″ height=”400″ onlyvideo=”1″]
