მსახიობმა გაბური სიდიბემ საკუთარ გარეგნობასთან დაკავშირებულ კრიტიკას უპასუხა. სექტემბერში აშშ-ში სერიალ „იმპერიის“ მეორე სეზონის პრემიერა შედგა. გასულ კვირას შოუს თაყვანისმცემლებმა სასტიკად გააკრიტიკეს სასიყვარულო სცენა, რომელშიც სიდიბე მონაწილეობს. სიუჟეტის მიხედვით, სიდიბეს გმირს ბეკი უილიამსს ახალგაზრდა მამაკაცთან სექსი სახლის სახურავზე აქვს. ეპიზოდის შემდეგ მსახიობს მაყურებლებისგან საშინელი კრიტიკა და აგრესია დაატყდა თავს, სოციალურ ქსელებში კი აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით მემეებიც გაჩნდა.
გაბურიმ გადაწყვიტა, კრიტიკისთვის ეპასუხა :
„მე შავკანიანი ქალი ვარ, ზომით plus size. ვითამაშე სასიყვარულო სცენაში, რომელიც ტელევიზიით პრაიმ-ტაიმის დროს გადასცეს. სცენის გადაღების დროს საკუთარი თავი ლამაზად და სექსუალურად მიმაჩნდა და ვიცოდი, რომ საკუთარ საქმეს კარგად ვაკეთებდი.
გავიგე, რომ ხალხს დიდად არ მოეწონათ, არ მესმის, რომ ვიღაცას, შესაძლოა, ზოგადად, სიყვარული აღიზიანებდეს, თუმცა ყველაფერი ნორმალურად არის – მემეებისთვის ახალი მიზეზი გვაქვს,“ – აღნიშნა სიდიბემ.




