LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექსკლუზივი – რატი დურგლიშვილი ლოს-ანჯელესში ორი კლიპის გადასაღებად მიემგზავრება

Ardaidardo.Geრატი დურგლიშვილი დიდი ხანია, უცხოელ პროდიუსერებთან მუშაობს, ინგლისურენოვანი სიმღერებიც ჩაწერილი აქვს, რომლებიც თავად შექმნა. შევიტყვეთ, რომ ის ორი ახალი ვიდეორგოლის გადასაღებად ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრება.

რატი დურგლიშვილი:

რამდენიმე დღეში გავემგზავრები ლოს-ანჯელესში. ორ კლიპს გადამიღებენ. ერთ-ერთში მონაწილეობს გოგონა, რომელიც ამერიკაში ძალიან ცნობილია და სერიალებში იღებენ. გადაღებები იქნება ლოს-ანჯელესში და მის მიმდებარედ, სხვადასხვა ლოკაციაზე.

როგორც მითხრეს, დამხვდება რეჟისორი, რომელსაც უამრავი ცნობილი სარეკლამო კლიპი და ტინა ტერნერის ერთი ვიდეორგოლიც ეკუთვნის. რაც შეეხება სიმღერებს, ორი სიმღერაა, ორივე ინგლისურენოვანი, „Why“ და „Crazy“.

ნინო მურღულია