ბრწყინვალე ქართველი კომპოზიტორისა და დირიჟორის, ჯანსუღ კახიძის 80 წლის იუბილეს, თბილისის შემდეგ, ქუთაისი მასპინძლობს. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დახმარებით, ვატო კახიძის კინოსა და თეატრისთვის შექმნილ მუსიკას, სიმღერებსა და ჯაზკომპოზიციებს, ხუთი ქართველი სოლისტი ქუთაისის ლადო მეხიშვილის სახელობის თეატრში 13 ნოემბერს წარადგენს.
ნეკა სებისკვერაძე, მომღერალი:
აღნიშნული პროექტი ჯანსუღ კახიძის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით თბილისელმა მსმენელმა პირველად ამა წლის მაისში მოისმინა. თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, რომელსაც ვატო კახიძე უდირიჟორებს, მონაწილეობას ვიღებთ სოლისტები, მე,გიორგი სუხიტაშვილი, ნატუკა კახიძე, მაკა ზამბახიძე და გოგა მესხი. ვფიქრობ, კონცერტი ძალიან საინტერესო და არაორდინარული ფორმატით წარიმართება, აჟღერდება ვატო კახიძის მიერ კინოსთვისა და უამრავი სპექტაკლისთვის შექმნილი მუსიკა.


ნინო მურღულია
