LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არის თუ არა ორსულად მილიონერის შვილისგან ქრისტინე იმედაძე – „თურმე, ღიპი მქონია…“

Ardaidardo.Geრამდენიმე ინტერნეტსაიტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქრისტინე იმედაძე ოსრულადაა. ამ ინფორმაციის გასამყარებლად რამდენიმე ბოლოდროინდელი ფოტოც განათავსეს, სადაც ქრისტინეს ფართხუნა შარვლები და დიდი ზომის ზედები აცვია „მუცლის დასამალად“. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქრისტინე ბავშვს თოშა ქებურიასგან ელოდება. თორნიკე, ანუ თოშა ქებურია ბიზნესმენ ბუბა ქებურიას შვილი და დიზაინერ რია ქებურიას ძმა გახლავთ.

ამბობენ, რომ ქრისტინეთი თოშა ბოლო პერიოდია, მოიხიბლა, მანამდე მილიონერის ვაჟს სხვა გატაცება ჰქონდა, თუმცა ის ურთიერთობა ქრისტინესთან დაახლოვების შემდეგ გაწყვიტა. ამბობენ, რომ წყვილს სერიოზული გეგმები აქვს, თუმცა ქრისტინეს პირად ცხოვრებაზე ლაპარაკი არ უყვარს.

ამ ჭორის შესახებ გამოხმაურება კი საჭიროდ მიიჩნია და სოციალურ ქსელში დაწერა: „ძალიან საყვარელი ჭორია. არადა, მეგონა, მაგარი პრესი მქონდა, თურმე „ღიპი“ მქონია“.

რასაკვირველია, ამ სტატუსს მალევე მოჰყვა გამოხმაურება ქრისტინეს მეგობრებისგან, მათ შორის რეჟისორ დათო იმედაშვილისგან, რომელიც ჭორით დაინტერესდა და ქრისტინეს ურჩია, რომ მართლა დაოსრულდეს. „ორსულად არიო და ფოტოები აქვს დატანებული. ნეტა, მეიაზვებიან თუ სიკეთე მისურვეს“? – კითხულობს მომღერალი და ამატებს: „აჰაჰაჰა, ჯერ არ მცალია, ქვეყანა რა დღეშია“. მომღერალი ასევე აფრთხილებს ყველას, რომ ფართხუნა ტანსაცმელი არ ჩაიცვან, თორემ მის დღეში აღმოჩნდებიან.

როგორც ჩანს, ქრისტინე ამ ჭორს ძალიან მხიარულად შეხვდა, რადგან წერს, რომ ბოლო ერთი საათია, უსაქმურობს და თან, ამ ჭორით ირთობს თავს.