სილამაზე, რა თქმა უნდა სუბიექტური ცნებაა. ის რაც ერთს აღფრთოვანებს, მეორეს აბსოლუტურად ორდინალურად ეჩვენება. თუმცა, ისტორიას მრავალი მაგალითი აქვს, როცა ლამაზი ადამიანები თანამედროვეობის აბსოლუტური უმრავლესობის ეტალონები ხდებოდნენ. გთავაზობთ ყველაზე სექსუალური მამაკაცების ნუსხას, რომლებმაც თავისი ქარიზმითა და მომხიბლელობით უამრავი ქალის გულის დაპყრობა მოახერხეს.
მარლონ ბრანდო

მე-20 საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული გმირი – ლეგენდარული მსახიობი მარლონ ბრანდოა, რომელიც თავისი უნაკლო გარეგნობის, უსაზღვრო მომხიბვლელობისა და მებრძოლი ხასიათის წყალობით თავიდანვე “განწირული” იყო ქცეულიყო ქალების თაყვანისცემის ობიექტად. ბრანდოზე ჭკუას კარგავდნენ ქალებიც და მამაკაცებიც, ის კი, ყურადღებით ანებივრებდა მათ და არც მის ბისექსუალურობაზე გავრცელებულ ჭორებს ერიდებოდა.
კერი გრანტი

ჰოლივუდის მთავარი ჯენტლმენი კერი გრანტი, ეკრანზეც მამაკაცურობისა და ელეგანტურობის, მომხიბვლელობისა და სექსუალური მიმზიდველობის განსახიერება იყო. 1930-იანი წლების ფილმებში გრანტმა “ფლეიბოის” სახე შექმნა და ბევრად წინ გაუსწრი თვით ამ ტერმინის ყოველდღიურ ცხოვრებაში დამკვიდრებას, ამიტომ სულ არაა გასაკვირი, რომ სწორედ გრანტი იქცა ლეგენდარული სპეცაგენტის, ჯეიმს ბონდის პროტოტიპად.
რობერტ რედფორდი

ბევრად ადრე, სანამ ბრედ პიტს აღიარებდნენ მსოფლიოს ყველაზე სექსუალური მამაკაცად, ეს ტიტული რობერტ რედფორდს ეკუთვნოდა. 1970-1980-იან წლებში მსახიობი განებივრებული იყო დიდებით და ქალბატონების თაყვანისცემით, რომლებიც მოსვენებას არ აძლევდნენ მას. 1990-იან წლებში ეკრანებზე ფილმის “უხამსი წინადადება” გამოსვლის შემდეგ კი, მილიონობით ქალბატონმა დაკარგა გონება და რედფორდმაც უამრავი ზუსტად ასეთი “უხამსი წინადადება” მიიღო, უარის შემთხვევაში კი, ვნებიანი ქალბატონები მსახიობს კარიერის დანგრევით ემუქრებოდნენ.
პოლ ნიუმენი

თავისი მომაჯადოვებელი ცისფერი თვალებით, პოლ ნიუმანი ყოველთვის წარმოუდგენლად ფოტოგენიური იყო. მას კარიერის დებიუტშივე ჰქონდა ყველაფერი სუპერვარსკვლავად და “ყველაზე სექსუალურ მამაკაცთა” ნუსხაში მოსახვედრად. უზომოდ სიმპათიური, მამაკაცური მომხიბვლელობისა და ნიჭის პატრონი ნიუმანი ყველაფერთან ერთად ცნობილი ფილანტროპიც იყო. მისთვის თავის გასაწირად მზად იყვნენ მილიონობით ქალბატონები, ის კი, მთელი ცხოვრება მხოლოდ ერთი ქალის – მსახიობ ჯოან ვუდვორდის ერთგული დარჩა.
ალენ დელონი

ამ შემთხვევაში კომენტარებიც ზედმეტია! თავად ალენ დელონის სახელი იქცა მამაკაცური სილამაზის სინონიმად, მისი ერთი ხსენაება კი, ჭკუას აკარგავდა ქალებს. დელონის მაგიური მომხიბვლელობის წინაშე უძლურნი აღმოჩდნენ პარტნიორები ფილმებიდან – ულამაზესი კლაუდია კარდინალე, რომი შნაიდერი, ორნელა მუტი და მონიკა ბელუჩი. დელონის და შნაიდერის დრამატული სიყვარულის ისტორია კი, რომელიც დღემდე რჩება ლეგენდად, შნაიდერისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. მან მძიმედ გადაიტანა დელონთან დაშორება და სიცოცხლის ბოლომდე ვერ შეძლო მისი სიყვარულისგან განთავისუფლება.
ტიმოტი დალტონი

ბირმინგემის თეტრის მსახიობმა – ტიმოტი დალტონმა “ყველაზე სექსუალური მამაკაცების” რიგები 1980-იან წლებში შეავსო, როცა ეკრანებზე BBC-ის სერიალი “ჯეინ ეარი” გამოვიდა, ვნებიანი ინგლისელი მსახიობი კი, რა თქმა უნდა, მთავარ როლს ასრულებდა. მოგვიანებით, როჩესტერი ჯეიმს ბონდად გადაიქცა და კიდევ უფრო მეტი ქალის დაპყრობა შეძლო. თვით ვანესა რედგრეივმა ვერ გაუძლო მის მომხიბვლელობას, თუმცა ათწლიანი რომანი ბოლოს ისევ დალტონის ინიციატივით დასრულდა.
მელ გიბსონი

სექს-სიმბოლოს სტატუსი მელ გიბსონმა ოფიციალურად 1985 წელს მოიპოვა, როცა ჟურნალში “People” მამაკაცური მომხიბლელობის რეიტინგს ჩაუდგა სათავეში. იმ დროს ცისფერთვალება ავსტრალიელი სულ რაღაც 20 წლის იყო, თუმცა საკმაოდ სერიოზულ მსახიობად ითვლებოდა ათამდე ცნობილ ბლოქბასტერებში შესრულებული როლებით და რა თქმა უნდა, ბრუტალური სექს-სიმბოლოს ტიტულიც სრულიად დამსახურებულად მოიპოვა.
რიჩარდ გირი

დღეს უკვე კლასიკად ქცეული “ლამაზმანის” ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ, გირი რეგულარულად ლიდერობდა “ყველაზე სექსუალური მამაკაცების” რეიტინგში. ამ პერიოდში იყო ის დაქორწინებული ცნობილ სუპერმოდელ სინდი კროუფორდზე და სწორედ ისინი აღიარა ჰოლივუდმა 1990-იანი წლების ყველაზე ლამაზ წყვილად.
ჯორჯ კლუნი

“კლუნი Chanel-ის იმ კოსტიუმივითაა, რომელიც ყოველთვის მოდაშია” – ძალიან ზუსტად შენიშნა ცნობილი სერიალის “სექსი დიდ ქალაქში” პერსონაჟმა კერი ბრედშოუმ. ერთი ათწლეული მეორეს ცვლის, კლუნი კი, ახალგაზრდა კოლეგების მხარდამხარ ისევ ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს “სექსუალური მამაკაცების” რეიტინგში. თითქოს დრომ ვერაფერი დააკლო მსახიობს და წლებთან ერთად მისი მაგნიტიზმი და მომხიბვლელობაც სულ უფრო იზრდება. რომანები სექს-სიმბოლოს დონჟუანურ ნუსხაში საკმაზე ბევრია, მისი ერთგულების მოპოვება კი, მხოლოდ ერთმა ქალბატონმა – ამალ ალმამუდინმა შეძლო.
ბრედ პიტი

მზრუნველი მამა და ოჯახის თავი – ახლა სწორედ ასე მოიხსენიებენ ბრედ პიტს, თუმცა იყო დრო, როცა მსახიობი ქალების მთავარ გულთამპყრობელად ითვლებოდა. ჰოლივუდის სექს-სიმბოლოს სტატუსი ბრედ პიტმა 1995 წელს შეიძინა, როცა ახალგაზრდა სიმპათიურმა მსახიობმა დიდება და აღიარება მოიპოვა. სწორედ მაშინ შეიყვანა ჟურნალმა “Empire”-მა პიტი “კინოს ისტორიის 25 ყველაზე სექსუალური ვარსკვლავის” რეიტინგში და ამ ტიტულს მსახიობი უკვე 30 წელია ატარებს ღირსებით. მისი “გამარჯვებების” ნუსხაში ანჯელინა ჯოლიმდე ისეთი მსახიობებიც ირიცხებოდნენ, როგორებიც ჯულიეტ ლუისი, გვინეტ პელტროუ და ექს-მეუღლე ჯენიფერ ენისტონი იყვნენ.
ჯად ლოუ

ბავშვობაში, ჯად ლოუმ იმდენი შეურაცხყოფა იგემა თანაკლასელებისგან ბიჭისთვის ზედმეტად ლამაზი გარეგნობისთვის, რომ რამდენჯერმე სკოლის შეცვლაც კი მოუწია. თუმცა, წლების შემდეგ “ლამაზი ალფი” პლანეტის ყველაზე სასურველ მამაკაცად იქცა და ბრიტანელი ალენ დელონის სტატუსიც მოიპოვა.
რაიან გოსლინგი

უკვე რამდენიმე წელია ჰოლივუდის სექს-სიმბოლოს სტატუსი რაიან გოსლინგმა გადაიბარა. მართალია, მისი გარეგნობა შორსაა კანონიკური სილამაზისგან და არც თავისი ბრუტალობით გამოირჩევა, მაგრამ გამოკითხვებით, სწორედ ამ ქერათმიანი ბატონის ხელში ჩაგდება უნდათ გოგონების უმრავლესობას. ქალების თაყვანისცემა გოსლინგმა არა თავისი დონჟუანური რეპუტაციით და ფოლადის ბიცეპსებით, არამედ იუმორის გრძნობით და განსაკუთრებული მამაკაცური ენერგეტიკით მოიპოვა, რომელიც ყველაზე კარგად მის პერსონაჟში გამოვლინდა ფილმიდან “მეხსიერების დღიური”.
ლეონარდო დიკაპრიო

გამოუსწორებელი გულთამპყრობელი, ქალური სილამაზის მცოდნე და დამფასებელი ლეონარდო დიკაპრიო მოზარდობიდანვე იქცა სექს-სიმბოლოდ. მეტიც, გარეგნობა მას ხშირად ხელსაც უშლიდა სერიოზული დრამატული როლების მიღებაში. თუმცა, ეპოქალური “ტიტანიკის” ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. დიკაპრიო პლანეტის ყველაზე ცნობილ სახედ და ქალბატონების თაყვანისცემის ობიექტად იქცა.
ჯონი დეპი

მსოფლიოს ყველაზე ცნობილ კინო-მეკობრეს – ჯონი დეპს, თავისი გარეგნობით თავისუფლად შეეძლო მთელი ცხოვრება გმირი-საყვარლების როლები შეესრულებინა. თუმცა, დეპმა კინოშიც და რეალურ ცხოვრებაშიც ექსცენტრიკული პერსონაჟის როლი აირჩია. მართალია, ვინტაჟური შლიაპების, გაცრეცილი შარვლების, ამულეტებისა და სხვა ჰიპი-ატრიბუტების წყალობით დეპი მთელი მონდომებით ცდილობს შენიღბოს საკუთარი მომხიბვლელობა, მაგრამ მასზე შეყვარებულ გოგონებს მაინც არაფერი რჩებათ შეუმჩნეველი და ყოველ მის გამოჩენაზე სასოწარკვეთილი ოხრავენ.
რობერტ პატინსონი

მსოფლიოს გოგონების გულები პატინსონმა მაშინ დაიპყრო, როცა მთავარი როლი შეასრულა ვამპირების სიყვარულზე გადაღებულ პოპულარულ ფენტეზიში ”ბინდი”. სწორედ მაშინ იქცა ფერმკთალი და აწოწილი ბრიტანელი, მუდამ აწეწილი თმით გოგონების ოცნების ობიექტად და მამაკაცური სილამაზის ახალ ეტალონად.
