ადელის ოჯახური ფოტო დიდი იშვიათობაა. გრემის ტრიუმფატორი მომღერალი იშვიათად ჩნდება საზოგადოებაში შვილთან ერთად, თუმცა პაპარაცებმა მაინც შეძლეს მომღერლის გადაღება ბოიფრენდთან, საიმონ კონეკისთან და შვილთან, ანჯელოსთან ერთად. ასევე უჩვეულო იყო ადელის ხილვა სპორტულ სამოსში, რაც შეეხება 3 წლის ანჯელოს, ის სპაიდერმენის ფორმაში იყო გამოწყობილი.
ადელი ოჯახთან ერთად ჩავიდა ნიუ-ორკში, სადაც მას რამდენიმე საქმიანი შეხვედრა ელის, რომელიც მის ახალ ალბომს უკავშირდება. შეგახსენებთ, რომ ადელის ახალის ალბომი გაყიდვაში „25“ 17 ნოემბერს გამოდის.
