LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლეონიდ აგუტინი „შვიდკაცას“ შესრულებას აქებს და ვიდეოს სოციალურ ქსელში აზიარებს

Ardaidardo.Geრუსმა შემსრულებელმა, ლეონიდ აგუტინმა ახლახან „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ქართული ანსამბლი „შვიდკაცა“, ერთ-ერთ სუფრაზე ასრულებს სიმღერას „тополя“.

ეს ვიდეო ერთ-ერთმა მუსიკალურმა გვერდმა გააზიარა და უამრავი მოწონებაც დაიმსახურა. შემდეგ კი აგუტინმაც გადაიტანა საკუთარ კედელზე და დააწერა: „შესანიშნავია…” თავად ვიდეოს ამგვარი მინაწერი აქვს: „ქართველები რუსულ სიმღერას „тополя“ ასრულებენ. ისე მღერიან, რომ შიგნით ყველაფერი აგიყირავდებათ…“

მუსიკალურ გვერდზეც და აგუტინის კედელზეც ვიდეოს მხოლოდ დადებითი კომენტარები მოჰყვა. წერენ, რომ ქართველების შესრულებამ ცრემლი მოჰგვარათ. ზოგი კი ინტერესდება, სად შეიძლება ანსამბლის დისკის ყიდვა. ერთ-ერთი ინტერნეტმომხმარებელი წერს, რომ ეს ჩვეულებრივი ქართული სუფრაა.

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge