LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის ბიგ-ბენდი მინსკში მიშელ ჰენდრიქსთან ერთად იმღერებს

Ardaidardo.Geთბილისის მერიის ბიგ-ბენდი მინსკის საერთაშორისო ჯაზ-ფესტივალზე მიემგზავრება და კონცერტებს 19 და 20 ნოემბერს გამართავს. ბიგ ბენდთან ერთად ბელორუსში ვოკალური ჯაზის ლეგენდა, მიშელ ჰენდრიქსი იმღერებს. ამერიკელი მომღერალი ქართულ ორკესტრთან ერთად ექვს სიმღერას შეასრულებს.

 

მიშელ ჰენდრიქსის კარიერა ლეგენდარული მუსიკოსის, მამის, ჯონი ჰენდრიქსის  გრანდიოზულ პროექტებში დაიწყო. 80-იან წლებში მიშელი მამასთან ერთად ხშირად გამოდიოდა კონცერტებზე, სხვადასხვა დროს მან სცენა გაიზიარა ისეთ მუსიკოსებთან ერთად, როგორებიც არიან ჯორჯ ბენსონი, ელ ჯერო, ბობი მაკფერინი, ვოკალური ანსამბლი „მანჰეტენ ტრანსფერი“.

თბილისის მერიის ბიგ ბენდი ბელორუსში ჯაზის მეოთხე საერთაშორისო ფესტივალზე მიემგზავრება და იქ სპეციალური პროგრამა მიაქვს. კონცერტზე შესრულდება საორკესტრო და ვოკალური ჯაზური კომპოზიციები. ფესტივალის ორგანიზატორების თხოვნით, რეპერტუარში ქართული პროგრამაც იქნება, სოლისტები კი ორიგინალურ ქართულ სამოსში გამოეწყობიან..

მინსკის საერთაშორისო ჯაზფესტივალი წელს მეოთხედ იმართება და 19-21 ნოემბერს მასში მონაწილეობას მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსები მიიღებენ ამერიკიდან, იტალიიდან, კუბიდან და ნიდერლანდებიდან.

Ardaidardo.Ge