ინტერნეტში ვრცელდება ქართველი კომპოზიტორის, პიანისტისა და პედაგოგის, ნოდარ გაბუნიას შვილიშვილის მიერ შესრულებული საოპერო არია, რომელიც ნამდვილად შოკში ჩაგაგდებთ, პირველ რიგში, იმიტომ, რომ ამ სირთულის არიის ასე შესრულება პატარა გოგონასგან ნამდვილი სიურპრიზია.
ეს ვიდეო, სადაც გოგონა პუჩინის ოპერიდან არიას ასრულებს სახელად „O, Mio Babbino Caro“, ნოდარ გაბუნიას შვილმა, ნატალიამ, საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე განათავსა და დიდი მოწონებაც დაიმსახურა.
შეგახსენებთ, რომ ნოდარ გაბუნია თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საფორტეპიანო კათედრას ხელმძღვანელობდა, 1983 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე კი კონსერვატორიის რექტორი გახლდათ.
ის კინოშიც მუშაობდა და მისი მუსიკა ჟღერს ისეთ ფილმებში, როგორიცაა: „ადამიანთა სევდა“, „ამაღლება“, „ნერგები“, „ფიროსმანი“, „ვედრება“.
