LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამეფო უბნის თეატრის გასტროლი ბრიუსელში

Ardaidardo.Geსაქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვი სამინისტროს მხარდაჭერით, სამეფო უბნის თეატრის დასი ბელგიაში გასტროლზე იმყოფება.

21-22 ნოემბერს, ბრიუსელის ნატიფი ხელოვნების ცენტრში „BOZAR“ წარმოდგენილი იქნება რეჟისორ დათა თავაძის სპექტაკლი „ტკივილი არის ახალგაზრდობა“. სპექტაკლში მოქმედება პირველი მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის ვენაში ვითარდება. პიესა 7 ახალგაზრდაზეა, რომლებმაც უნდა გააკეთონ არჩევანი მეამბოხეობასა და კონფორმიზმს შორის.

სპექტაკლის თემატიკა უცხო არ არის 1990-იანი წლების საქართველოსთვის და ომის შემდგომ პერიოდში მცხოვრები „დაკარგული თაობისთვის“. სპექტაკლს ავსტრიელი დრამატურგის ფერდინანდ ბრუკნერის ამავე სახელწოდების ნაწარმოები უდევს საფუძვლად.

Ardaidardo.Ge