LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება

Ardaidardo.Geრუსთაველის დრამატულ თეატრში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, თბილისის მერიისა და თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით თამარ ივერის საქველმოქმედო ფონდი -“დაცული საზოგადოება” საქველმოქმედო გალა-კონცერტს გამართავს.

ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, მიხეილ გიორგაძე დაესწრება.

მათივე ინფორმაციით, მარათონში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიო დონის საოპერო სცენის ვარსკვლავები – ეკატერინა სიურინა, ჩარლზ კასტრონოვო, ალისა კოლოსოვა, ვიტალი კოვალოვი, სერგეი მურზაევი, თამარ ივერი. საქველმოქმედო კონცერტში ასევე მონაწილეობენ: თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სიმფონიური ორკესტრი, რეჟისორი ნიკოლოზ შველიძე, კონცერტის დირიჟორი – დავით კინწურაშვილი. კონცერტს მირანდა მირიანაშვილი და ლევან ხურცია გაუძღვებიან.

საქველმოქმედო კონცერტიდან შემოსული თანხა 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულ ხუთ ოჯახს გადაერიცხება.

საქველმოქმედო გალა-კონცერტი 19 ნოემბერს, 19:30 საათზე დაიწყება.

Ardaidardo.Ge